გამოქვეყნებულია: 25 მარ, 2016

API-ის მოთხოვნაზე, რომელიც ვერ დამუშავდება, პასუხად მიიღებთ ხარვეზების ჩამონათვალს JSON-ის ობიექტის სახით. შესაძლო ხარვეზების ჩამონათვალი ნახეთ აქ.

რას მიიღებთ

დაბრუნებული შედეგი არის JSON ობიექტი შემდეგი ინფორმაციით:

პარამეტრი აღწერა
valid მიუთითებს მოთხოვნის სტადიას. შესაძლო მნიშვნელობებია true ან false. თუ მოთხოვნა დამუშავდა ხარვეზის გარეშე, მიიღებთ true-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში - false-ს. თქვენ უნდა შეამოწმოთ ხარვეზის მახასიათებლები მიზეზის დასადგენად.
errors მოთხოვნის დამუშავებისას წარმოქმნილი ხარვეზების ჩამონათვალი

ხარვეზის მახასიათებლებლია:

პარამეტრი აღწერა
code ხარვეზის კოდი
field ველი, სადაც დაფიქსირდა ხარვეზი. შესაძლო მნიშვნელობებია ნული, ან ერთმანეთისგან მძიმით გამოყოფილი ერთი ან მეტი ველის სახელი.
message გზავნილი, რომელიც აღწერს ხარვეზს.

მაგალითი

მოთხოვნის ხარვეზის მაგალითი:

start_date არ უნდა აღემატებოდეს end_date-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფიქსირდება ხარვეზი.

          
            {
              valid: false,
              errors: [
                {
                  code: 2503,
                  field: "start_date,end_date",
                  message: "გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ საწყისი თარიღი დასრულების თარიღზე ნაკლებია"
                }
              ]
            }