გამოქვეყნებულია: 25 მარ, 2016

აპლიკაციის შესაძლო ხარვეზების ჩამონათვალის მიღება.

URL

ამ მეთოდის გამოსაძახებლად გამოიყენეთ HTTP GET მოთხოვნა შემდეგი ბმულისთვის:

http://lari.jumpstart.ge/[locale]/api/v1/errors

სადაც:

  • [locale] = ენა, რომელშიც გსურთ მონაცემების მიღება (ამ დროისთვის ka ქართულად ან en ინგლისურად)

აუცილებელი პარამეტრები

გამოძახებისთვის არ არის საჭირო აუცილებელი პარამეტრები.

არჩევითი პარამეტრები

გამოძახებისთვის არ არის საჭირო არჩევითი პარამეტრები.

რას მიიღებთ

დაბრუნებული ობიექტი იქნება ხარვეზების ჩამონათვალის JSON მასივი შემდეგი ინფორმაციით:

პარამეტრი აღწერა
code ხარვეზის კოდი
field ველი, სადაც დაფიქსირდა ხარვეზი. შესაძლო მნიშვნელობებია ნული, ან ერთმანეთისგან მძიმით გამოყოფილი ერთი ან მეტი ველის სახელი.
message გზავნილი, რომელიც აღწერს ხარვეზს.

მაგალითი

ეს არის ყველა შესაძლო ხარვეზის მიღების მაგალითი:

        {
          valid: true,
          results: [
            {
              code: 1000,
              field: null,
              message: "გაუთვალისწინებელი ხარვეზი"
            },
            {
              code: 1001,
              field: null,
              message: "[Object] ველი არასწორია"
            },

            ...

            {
              code: 2504,
              field: "start_date",
              message: "საწყისი თარიღი უნდა იყოს '2000-01-01'-ის შემდეგ"
            }
          ]
        }